კლოპი: “მე თუ მეოთხე დონეზე ვარ, მაშინ სიმეონე მეთორმეტეზეა”
იურგენ კლოპი, რომელიც საფეხბურთო სამყაროში წარმატებულობასთან ერთად თავისი ქარიზმატულობითაც გამოირჩევა, აღნიშნავს, რომ დიეგო სიმეონე მასზე სამჯერ მეტად ემოციური ადამიანია.
“ხალხი ჩემზე ამბობს, რომ ემოციური მწვრთნელი ვარ. მაგრამ თუ მე მეოთხე დონეზე ვარ, მაშინ დიეგო სიმეონე ალბათ მეთორმეტეზეა. მართლა ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ მასთან შედარებით საბავშვო ბაღის დაცვა ვარ.
სიმეონეს პერფრომანსები უკვე რვა წელს ითვლის, ეს საკმაოდ დიდი დროა და კვლავაც იმავე ემოციურ დონეზე დგას. ეს აბსოლუტურად გასაოცარი რამ არის.
მისი გუნდი ყოველთვის უმაღლესად ორგანიზებულ თამაშს აჩვენებს. სწორედ ეს ხდის მას ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად. ერთხელ თუ ორჯერ შევხვდით ერთმანეთს, ხვალ კი როგორც მწვრთნელები პირველად დავუპირისპირდებით ერთმანეთს. საინტერესო იქნება,” – ახადებს იურგენ კლოპი.