კლოპმა განმარტა, თუ რატომ შეცვალა მანე პირველი ტაიმის შემდეგ
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ატლეტიკომ” “ლივერპული” “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მიიღო და 1:0 დაამარცხა. კლოპმა პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ლიდერი სადიო მანე შეცვალა. სენეგალელმა ფეხბურთელმა მე-40 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
“მანე მეტოქის სამიზნე იყო, ეს ნათელია. მათ სურდათ, რომ სადიოს ყვითელი ბარათი მიეღო. მართალია, მან მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა, მაგრამ ასეთ ატმოსფეროში მსაჯი განსაკუთრებულად ძლიერი უნდა იყოს, რათა ყველა დეტალს ყურადღება არ მიაქციოს. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში “ატლეტიკოს” სამი-ოთხი ფეხბურთელი მინდორზე დავარდა, მაგრამ არ ვიცი, რატომ. არავის ვადანაშაულებ, დავმარცხდით და წინ კიდევ ერთი მატჩია. მეტოქე თავს კარგად იცავდა”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა “ენფილდზე”, 11 მარტს გაიმართება.