მოურინიოს პირველი კომენტარი “ლაიფციგთან” მარცხის შემდეგ
ლონდონის “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში შინ მინიმალური სხვაობით დამარცხდა გერმანულ “ლაიფციგთან”. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამარტა.
“ორი პერსპექტივაა – ერთის მხრივ დიდებული ფეხბურთელები გვყავს, თუმცა სხვა საკითხია, თუ რამდენად მზად არიან ისინი. იცით რამდენი ვარჯიში გამართა ლამელამ? ნული. ის ტრავმიდან პირდაპირ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა.
ისეთი გრძნობაა, თითქოს დუელში ტყვიების გარეშე ვართ. შეიძლება თქვათ, რომ გარკვეულ მომენტებში გაგვიმართლა, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ კარში დიდებული მეკარე გვედგა, რომელმაც ორი ბრწყინვალე სეივი გააკეთა.
ეს შედეგი დიდად არ მაღელვებს, რადგანაც შეგვიძლია გერმანიაში გამარჯვება. მე მხოლოდ ფეხბურთელების მდგომარეობაზე ვდარდობ. მოურა, ბერგვინი და ლო სელსო აბსოლუტურად მკვდრები იყვნენ.
დიდი პრობლემები გვაქვს. წინ თასისა და ჩემპიონატის თამაშებია,” – აცხადებს მოურინიო.