ლაშა ტალახაძე 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დასახელდა!
ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიოს საუკეთესო მამაკაც ძალოსნად დასახელდა.
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასევე, გამოვლინდა საუკეთესო ქალი ძალოსანი – ამ ჯილდოს მფლობელი ამერიკელი კეტრინ ელიზაბეტ ნაი გახდა.
გამოკითხვაში მონაწილეობა 50 514-მა ადამიანმა მიიღო. ტალხაძემ 17084 ხმა მიიღო, მეორე ადგილოსან სომეხ სპორტსმენ მატრიროსიანს 5514 ხმა ერგო, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ჩინელ ლიუ შიაოჯუნს მხარი 2169 ადამიანმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე მსოფლიოს წლის საუკეთესო ძალოსანი 2017 და 2018 წლებშიც გახდა.
შედეგები
მამაკაცები:
1. ლაშა ტალახაძე (საქართველო) – 17084 ხმა
2. სიმონ მარტიროსიანი (სომხეთი) – 5514 ხმა
3. ლიუ შიაოჯუნი (ჩინეთი) – 2169 ხმა
4. ში ჟიონგი (ჩინეთი) – 1503 ხმა
5. ომ იუნ ჩოლი (ჩრდილოეთ კორეა) – 410 ხმა
ქალები:
1. კეტრინ ელიზაბეტ ნაი (აშშ) – 9105 ხმა
2. ჰსინგ-ჩუნ კუო (ჩინური ტაიპეი) – 7755 ხმა
3. არბოლედა სოლისი (კოლუმბია) – 4784 ხმა
4. დენგ ვეი (ჩინეთი) – 1796 ხმა
5. ჯონგ სიმ რიმი (ჩინეთი) – 844 ხმა