იმობილე: “ნეტავ, კლოპს ნამდვილ ჩიროსთან ემუშავა”
რამდენიმე დღის წინ იურგენ კლოპმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ იტალიაში “ლაციოს” გულშემატკივრობდა, სადაც “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი ლუკას ლეივა და “დორტმუნდის” ყოფილი შემტევი იმობილე თამაშობდნენ.
შეგახსენებთ, რომ იმობილა დორტმუნდის “ბორუსიას” 2014 წელს შეუერთდა, მას შემდეგ რაც “ტორინოს” მაისურით სერია A-ს 33 მატჩში 22 გოლის გატანა შეძლო. იმობილეს ლევანდოვსკი უნდა შეეცვალა, თუმცა გერმანიაში ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა.
“ძალიან მესიამოვნა კლოპისგან ასეთი სიტყვების მოსმენა. სიმართლე რომ ვთქვა, ჩვენი გზები ცუდ დროს გადაიკვეთა. ნეტავ, კლოპს ნამდვილ ჩიროსთან ემუშავა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთად მაინც შევძელით გერმანიის სუპერთასის მოგება.
საამაყოა ის, თუ როგორ საუბრობს ხალხი “ლაციოზე”. ჩვენ აქ ნამდვილი ოჯახი შევქმენით და ერთად ყოფნის ყოველი წუთით სიამოვნებას ვიღებთ,” – აცხადებს 30 წლის იტალიელი იმობილე.