“საბურთალომ” “დინამო” დაამარცხა და “სუპერთასის” მფლობელია!
თბილისის “საბურთალო” სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მფლობელია. სუპერთასის შეხვედრაში “საბურთალომ” თბილისის “დინამო” დამსახურებულად და მარტივად დაამარცხა.
ერთადერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან მე-14 წუთზე გიორგი კოხრეიძეიმ გაიტანა. მთელი მატჩის განმავლობაში “საბურთალო” აშკარა უპირატესობას ფლობდა და “დინამო” ვერ ახერხებდა სახიფათო მომენტების შექმნას. “დინამო” გასული საჩემპიონო სეზონიდან განსხვავებით უამრავი ცვლილებით შეხვდა თამაშს და ამ ყველაფერმა თავისი გავლენა იქონია, როცა “ერთიუბანმა” თითქმის ყველა ფეხბურთელი შეინარჩუნა.
“საბურთალო” ისტორიაში პირველად სუპერთასის გამარჯვებულია.
საბურთალო: ლ.კუპატაძე – ტაბატაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხველიანი – ტერა, ალთუნაშვილი – ლუმუ, გოშთელიანი, კოხრეიძე, გაბედავა
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
დინამო: კვასხვაძე – ტრუბოჩკინი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური – პაპავა – ბუღრიძე, ქარდავა, ნინუა, კუხიანიძე – ორშულა
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი