ქუთაისის “ტორპედოს” ახალი გენერალური სპონსორი ჰყავს
ქუთაისის “ტორპედო”ს ახალი გენერალური სპონსორი საერთაშორისო კომპანია “ედენარო” იქნება.
“ედენარო” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ გაყიდვების მაღაზიაა, სადაც ნებისმიერი ნივთის ნებისმიერი რაოდენობით შეძენაა შესაძლებელი, მათ შორის კრიპტოვალუტითაც, რითაც გამოირჩევა თავისი კონკურენტებისგან. კომპანია წარმატებულად მუშაობს როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში. უფრო დეტალურად ახალი გენერალური სპონსორის შესახებ 14:00 საათზე პრესკონფერენციაზე “ტორპედოს” პრეზიდენტი ფაბიო მანინო ისაუბრებს”, – წერია ქუთაისური გუნდის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საინტერესოა, რომ ინტერნეტ სივრცეში გადამოწმების შემდეგ, Edenaro-ს შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად არ მოიძებნება. შეგიძლიათ ნახოთ Edenaro.com-ზე ვებ-გვერდი, მაგრამ კომპანიას ვერც სოციალურ ქსელში ვერ მოძებნით.
Fctorpedo