ჯერარდი და სუარესი კროოსის “ლივერპულში” გადაბირებას ცდილობდნენ
გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ტონი კროოსი აღიარებს, რომ მადრიდის “რეალში” გადასვლამდე “ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” შეეძლო კარიერის გაგრძელება.
The Athletic-ის კითხვას, ცდილობდნენ თუ არა ჯერარდი და სუარესი მის გადაბირებას, კროოსმა უპასუხა: “პირდაპირ არ უთქვამთ, მაგრამ უნდოდათ ჩემთან “ლივერპულზე” საუბარი და ასე შემდეგ. სასაცილო ის იყო, რომ სუარესი თვითონ აპირებდა კლუბის დატოვებას.
დევიდ მოიესი ჩემ სანახავად გერმანიაში ჩამოვიდა და კონტრაქტიც თითქმის შეთანხმებული იყო, თუმცა შემდეგ მოიესი დაითხოვეს და მის ნაცვლად ლუი ვან გაალი მოვიდა.
ლუი ვან გაალს თავისი პროექტისთვის დრო სჭირდებოდა, “იუნაიტედისგან” მას შემდეგ არაფერი გამიგია და ეჭვებიც გამიჩნდა. შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო და კარლო ანჩელოტიმ დამირეკა. სულ ეს იყო,” – აცხადებს კროოსი.