ზიდანი: “ეს გვარდიოლა-ზიდანის დაპირისპირება არ არის”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა “მანჩესტერ სიტისთან” მატჩამდე კომენტარი გააკეთა. ფრანგ სპეციალისტ იმედი აქვს, რომ გულშემატკივრები კარგ თამაშს იხილავენ.
“ეს “რეალი” – “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირებაა და არა გვარდიოლა-ზიდანის. ამ მატჩის ხილვა ბევრ ადამიანს სურს და ცხადია, ჩვენც გვინდა, რომ ასეთ დაპირისპირებებში მივიღოთ მონაწილეობა. არ ვიცი, შეიძლება თუ არ ამ შეხვედრისათვის “კლასიკოს” წოდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კარგი თამაში გველის.
ვიცით, რა დონის მეტოქის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. “მანჩესტერ სიტი” ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც საკუთარი სტილი აქვს. მთავარია, ჩვენ კარგად ვითამაშოთ და ორივე მატჩზე ვიყოთ კონცენტრირებულნი”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს “მარკა”.
შეგახსენებთ, რომ “რეალი” “სიტის” დღეს “სანტიაგო ბერნაბეუზე” მიიღებს, განმეორებითი მატჩი კი მანჩესტერში 17 მარტს ჩატარდება.