მაღალი ტემპერატურის გამო იმობილე გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს
რომის “ლაციოს” იტალიელმა თავდამსხმელმა, ჩირო იმმობილემ, გუნდთან ერთად ვარჯიში შეწყვიტა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიზეზი მაღალი ტემპერატურაა.
პრესკონფერენციაზე საუბრისას “ლაციოს” თავკაცმა სიმონე ინძაგიმ აღნიშნა, რომ, შესაძლოა, 30 წლის იმობილემ “ბოლონიასთან” მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ იტალია კორონავირუსის გავრცელების ცხელ წერტილადაა მიჩნეული. ამ დროისთვის დაინფიცირებულია დაახლოებით 300 ადამიანი და გარდაცვლილია შვიდი მათგანი. კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირებულია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.
ჩემპიონატში 25-ე ტურის მატჩების უმეტესობა გადაიდო. 26-ე ტურის მატჩების უმეტესობა კი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის.
სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონის 25 მატჩში იმობილეს 27 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს.