უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილს უპასუხა
ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილი, უმარ ნურმაგომედოვი ამიერიდან UFC-ში იბრძოლებს. ამ ამბავს ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი გამოეხმაურა. მერაბმა ნურმაგომედოვს წარმატება მიულოცა და ბრძოლაც შესთავაზა.
“გილოცავ, ძმაო! კეთილი იყოს შენი მობრძანება UFC-ში. ვისურვებდი, პირველი ვიყო, ვინც 18 აპრილს ოქტაგონზე შეგხვდება”, – წერს დვალიშვილი Twitter-ში.
@UmarNmgdv 🙋🏻♂️Congrats brother! Welcome to the UFC. I would like to be the first to welcome you to the Octagon on April 18th #ufc249 🦾@ufc
🙋🏻♂️поздравляю брат! добро пожаловать в UFC. я хотел быть первым, чтобы приветствовать тебя в восьмиугольник 18 апреля 🦾— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) February 27, 2020
უმარ ნურმაგომედოვმა დვალიშვილს მადლობა გადაუხადა, მაგრამ ისიც უთხრა, რომ მათი ბრძოლა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება: “დიდი მადლობა. ახლა მეტოქე მყავს, მაგრამ შეგვიძლია სხვა დროს შევხვდეთ.”
Thank you so much , now I have opponent, but we can do this in future https://t.co/Q2L72WuNaV
— Umar Nurmagomedov (@UmarNmgdv) February 27, 2020
ქართველმა მებრძოლმა დაღესტნელ სპორტსმენს უთხრა, რომ ის მის ბრძოლას დაესწრება: “შესანიშნავია. შენ ბრძოლას დავესწრები. წარმატებებს გისურვებ.”
Awesome. Thanks 🦾. I will be there to watch the fight . Good luck 👍🏻 @UmarNmgdv
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) February 28, 2020