ეროვნული ლიგა – 2 სუპერგოლი, მსაჯის 3 შეცდომა და “ლოკო” ლიდერია
ეროვნული ლიგის პირველი ტურის ბოლო შეხვედრაზე ყველაზე სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიში მე-3 წუთზე გიორგი ილურიძემ ულამაზესი გოლით გახსნა, 30-ე წუთზე კირკიტაძემ გაათანაბრა. 10 წუთში ირაკლი სიხარულიძემ 2 გოლი გაიტანა, ჯერ პენალტით, შემდეგ კი ილურიძეს მაკრატელას უმაგრესი დარტყმით უპასუხა.
მე-2 ტაიმში ბევრი არაფერი მომხდარა, მაგრამ მსაჯებმა დღევანდელ შეხვედრაში უამრავი შეცდომები დაუშვეს. ჯერ “ლოკოს” გაუუქმეს გოლი არარსებული თამაშგარის გამო, შემდეგ არარსებული ჯარიმისთვის პენალტი დაარტყმევინეს “რკინიგზელებს”, მე-2 ნახევრის ბოლოს კი “სამტრედიას” პენალტი არ დაუდეს.
ცხრილს 3-3-3 ქულით “საბურთალო”, “ლოკომოტივი” და “დილა” ლიდერობენ.
ლოკომოტივი 3-1 სამტრედია
გოლები: კირკიტაძე 30, სიხარულიძე 35/40 – ილურიძე 3
ლოკომოტივი: შეროზია – გაბაძე, გურეშიძე, ჭანტურია, უბილავა – შონია (იაკობიძე 90), დარცმელია – კირკიტაძე, კობახიძე (შეყილაძე 73), სამურკასოვი (ანდრონიკაშვილი 84) – სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
სამტრედია: სეფიაშვილი – ინკუმი, ჯგერენაია, კაბა, საჯაია (რუხაია 67) – კერძევაძე (დისი 46), პავიშიჩი (ყურბანოვი 76) – ილურიძე, ქოჩლაძე, კვირკვია – ღირდალაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა