ვინისიუს ჟუნიორის პირველი კომენტარი “ელ კლასიკოს” მოგების შემდეგ
მადრიდის “რეალმა” საკუთარ კედლებში კატალონიის “ბარსელონა” ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. “ელ კლასიკოს” მთავარი გმირი ვინისიუს ჟუნიორი გახდა, რომელმაც პირველი გოლი შექმნა და მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურობდა.
“ეს საუკეთესო საღამო იყო ჩემთვის მას შემდეგ, რაც “რეალში” გადავედი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვშრომობდი და იმედი მქონდა, რომ ჩემი დროც მოვიდოდა.
ტონიმ ძალიან კარგი პასი გამიკეთა. ვარჯიშზე მსგავსი კომბინაციები არაერთხელ გაგვიკეთებია, დღეს ყველაფერი გამოგვივიდა. მართალია პიკეს მოხვდა ბურთი, თუმცა მაინც ბედნიერი ვარ.
ასე უნდა გავაგრძელოთ თამაში ჩვენთვის და ჩვენი ფანებისთვის, რომლებიც ყოველთვის გვგულშემატკივრობენ. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ და მინდა ფანები გავაბედნიერო,” – აცხადებს ვინისიუსი.