WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (422039) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ბუსკეტსი: “არ ვიცოდით დაცვიდან შეტევაში როგორ გადავსულიყავით”

თარიღი: მარტი 2, 2020

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა მადრიდის “რეალთან” განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, “რეალმა” “ბარსელონა” “ბერნაბეუზე” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

“თამაშზე კონტროლი დავკარგეთ, რადგან ბურთს უფრო მეტად მეტოქე ფლობდა. არ ვიცოდით, როგორ უნდა გადავსულიყავდით დაცვიდან შეტევაში, როცა ისინი პრესინგს გვიპირისპირებდნენ. ბურთის კონტროლის გარეშე თამაში ყველა გუნდს უჭირს, ჩვენ კი დაცვითი გუნდი არ ვართ.

ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. შეგვეძლო, მოგვეგო და “რეალისთვის” უფრო მეტი ქულით გაგვესწრო. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა”, – ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს “მარკა”.



მსგავსი სიახლეები