“ინტერის” პრეზიდენტი სერია A-ს შეფს: “ყველაზე დიდი და ბნელი კლოუნი ხარ”
მილანის “ინტერის” პრეზიდენტი, სტივენ ჟანი, სერია A-ს პრეზიდენტ პაოლო დალ პინოს საჯაროდ აკრიტიკებს. ჟანის აზრით, ეს უკანასკნელი კორონავირუსის გავრცელების საფრთხისგან შექმნილ რთულ სიტუაციას სათანადოდ ვერ უმკლავდება.
“ყველაფერს კალენდარის მიხედვით აკეთებენ და ხალხის ჯანმრთელობას მუდამ მეორე ადგილას აყენებენ. ყველაზე დიდი და ბნელი კლოუნი ხარ მათ შორის ვინც მე მინახავს. 24 საათი? 48 საათი? 7 დღე? რა იქნება შენი მომდევნო ნაბიჯი?
ყოველივე ამის შემდეგ კვლავ ისაუბრებ ჯანსაღ კონკურენციაზე? რას იტყვით, თქვენი სარგებლისთვის მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს 24/7-ზე ხომ არ მოვთხოვოთ თამაში?
დიახ, თქვენ მოგმართავთ, ჩვენო პრეზიდენტო პაოლო დალ პინო. სირცხვილი თქვენ! დროა წამოდგეთ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ! სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ 2020 წელს!
მსოფლიოს ყველა კუთხის მცხოვრებებს მივმართავ, არ აქვს მნიშვნელობა “ინტერის” ფანი ხართ თუ “იუვენტუსის”, ფრთხილად იყავით! თქვენთვის და ყველა თქვენგანისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის,” – წერს სტივენი სოციალურ ქსელში.