ოფიციალურად: ტიმ ჰოვარდი პენსიიდან დაბრუნდა
ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ნაკრების ლეგენდარული წევრი, ტიმ ჰოვარდი, პენსიიდან დაბრუნდა. ეს უკანასკნელი თავისივე კლუბს შეუერთდა ფეხბურთელის რანგში – საუბარი Memphis 901 FC-ს ეხება.
შეგახსენებთ, რომ ტიმ ჰოვარდმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გასულ ზაფხულს გააკეთა, მას შემდეგ, რაც “კოლორადო რაპიდსთან” არსებული 3.5-წლიანი კონტრაქტი ბოლომდე ამოუწურა.
2019 წლის დეკემბერს კი მან გაანცხადა, რომ თავისივე დაარსებული კლუბის სპორტულ მენეჯერობას უმიზნებდა. ახლა კი ორი წლის შექმნილი კლუბის კარშიც ჩადგება.
“კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთისადმი ჩემი დამოკიდებულება უფრო და უფრო იზრდებოდა. კარიერის გაგრძელების სურვილი არ მასვენებს. მიყვარს თამაში და მიყვარს კონკურენცია. ეს კი ორივე მათგანის მიღების საშუალებას მაძლევს,” – განაცხადა ჰოვარდმა.