გროზნოს “ახმატის” ფანები “ზენიტის” ფანებს მაისურების გახდის გამო დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
4 მარტს, რუსეთის თასის მეოთხედფინალში გროზნოს “ახმატმა” საკუთარ მოედანზე სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” მიიღო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, დამატებით ტაიმებში კი იური ჟირკოვის მიერ გატანილი გოლის წყალობით “ზენიტმა” ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩის 87-ე წუთზე ინციდენტი მოხდა, რის გამოც თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა. ტრიბუნაზე მყოფმა “ზენიტის” ფანებმა მაისურები გაიხადეს. ეს ყოველივე ჩეჩნური კლუბის ფანებმა მათი ტრადიციების შეურაცხყოფად მიიჩნიეს. “ახმატის” ქომაგები სტუმარი გუნდის ფან-ტრიბუნისაკენ გაემართნენ. ინციდენტის განსამუხტად ტრიბუნასთან ფეხბურთელებიც მივიდნენ. საბოლოოდ, “ზენიტის” ფანებმა მაისურები ჩაიცვეს და დაპირისპირებაც აღარ გაგრძელებულა.
Матч "Ахмат" — "Зенит" в Грозном прервали из-за того, что местным не понравилось, что некоторые фанаты "Зенита" разделись по пояс — муджахиды бегом отправились в их сектор трибуны и устроили драку. Чеченские геи возбудились pic.twitter.com/H4Tqey1aLD
— Д///ИХАД (@tvjihad) March 4, 2020
#АхматЗенит 1:2 За такое стадион в городе Грозный нужно дисквалифицировать минимум на 1 игру + показательно одну игру БЕЗ зрителей. pic.twitter.com/B5U2Oo9F5X
— Radoslav Nekrasov (@Radoslav108) March 4, 2020