ეროვნული ლიგა – თბილისური დერბი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგის მე-2 ტურის პირველი დღის ბოლო შეხვედრაში თბილისის “მერანი” “საბურთალოს” 0-0 ეთამაშა. მთელი მატჩის განმავლობაში “მერანი” თავს კარგად იცავდა და ბოლო წუთებში რამდენიმე შანსიც კი ჰქონდა გატანის. “მერანმა” გასული სეზონის მე-2 და მე-3 ადგილოსნებთან ღირსეულად ითამაშა და არცერთს მისცა გატანის საშუალება.
ხვალ “თელავი” “დილას” უმასპინძლებს, ტურის შეხვედრა კი თბილისის “დინამოსა” და ბათუმის “დინამოს” შორის 18:00 საათზე დაიწყება.
მერანი თბილისი 0-0 საბურთალო
მერანი: თევდორაძე – კახელიშვილი, თევზაძე, ფოფხაძე, გაფრინდაშვილი – დეისაძე (ფიფია 80), დათუნაიშვილი, შარიქაძე (სარდალიშვილი 72), გეწაძე – მახარობლიძე (ვასაძე 63), ნიქაბაძე
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია
საბურთალო: კუპატაძე – მალი, მარგველაშვილი, ჭიჭინაძე, ლაკვეხველიანი – ცნობილაძე, ალთუნაშვილი (გოშთელიანი 84) – ბელიაევი (ქავთარაძე 60), ყენია, კოხრეიძე (ტაბატაძე 22) – გაბედავა