“ქართველებს გაუმარჯოს!” – ჭიკაძის ემოციური მიმართვა UFC-ში მოგებული მეორე ბრძოლის შემდეგ (ვიდეო)
ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეორე გამარჯვება მოიპოვა. 31 წლის სპორტსმენმა დღეს ამერიკელ ჯამალ ემერსი დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ, ჭიკაძემ საქართველო კიდევ ერთხელ ახსენა, მეტოქეს კი მადლობა გადაუხადა.
“ჯამალ, მადლობა შესანიშნავი ბრძოლისათვის, ძმაო. მიხარია, რომ გავიმარჯვე. მინდა, ვთქვა, რომ საქართველოდან ვარ. იმ ქვეყნიდან, საიდანაც მერაბია [დვალიშვილი]. გამარჯობა, მერაბ. ქართველებს გაუმარჯოს!
ჩემი ქვეყანა ძალიან პატარაა, მაგრამ ერთ-ერთი უძველესია. ჩვენ კარგი ხალხი ვართ. ჩემი ქვეყნის ელჩი ვარ და ვცდილობ, დავანახო სხვებს, თუ როგორი ლამაზი ქვეყანა არსებობს აღმოსავლეთ ევროპაში.
ასევე, მინდა, ვთქვა, რომ ხვალ ქალთა დღეა. ვიცი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქალებს ხშირად რთული ცხოვრება აქვთ, განსაკუთრებით ჩემ ქვეყანაში. ჩვენ აქ ვართ, ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ”, – განაცხადა ჭიკაძემ.
Flying the Flag! 🇬🇪@Giga_Chikadze doing it for Georgia at #UFC248! pic.twitter.com/zf9cYGM8Yn
— UFC Europe (@UFCEurope) March 8, 2020