ზიდანი: “ახსნას ვერ ვპოულობ, პასუხისმგებელი მე ვარ”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა “ბეტისთან” განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, “ბეტისმა” “სამეფო კლუბი” 2:1 დაამარცხა. ამ მარცხის შემდეგ, “რეალი” მეორე ადგილზე დარჩა და ახლა ლა ლიგის ცხრილის ლიდერ “ბარსელონას” ორი ქულით ჩამორჩება.
“ცუდად ვითამაშეთ. ბევრი შეცდომა დავუშვით. დღეს ყველაფერი დაგვაკლდა. ვფიქრობ, ეს მიმდინარე სეზონში ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი იყო. დაგვაკლდა ენერგია, ბურთი ფლობა, აგრესიულობა. პასუხისმგებელი მე ვარ. მატჩი ცუდად დავიწყეთ. შეიძლება, ცუდად დაიწყო, მაგრამ წინ დიდი დროა იმისათვის, რომ ბევრი რამ შეცვალო, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ. ახსნას ვერ ვპოულობ. ფეხბურთელებს არაფერს ვაბრალებ, მე მათ ბოლომდე გვერდში ვუდგავარ”, – თქვა ზიდანმა.