ჯეიმი ვარდიმ გატანილი პენალტის შემდეგ პეპე რეინას დასცინა (ვიდეო)
9 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლესტერმა” საკუთარ მოედანზე “ასტონ ვილა” მიიღო და მეტოქე 4:0 დაამარცხა.
მასპინძელთა თავდამსხმელმა, ჯეიმი ვარდიმ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. მან თავისი პირველი გოლი 63-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. ამ გოლის შემდეგ, 33 წლის ფეხბურთელმა სტუმართა მეკარე პეპე რეინას დასცინა და რაღაც მიაძახა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტმა ვარდის ამ ეპიზოდის შესახებ შეკითხვა დაუსვა.
“მეკარემ მითხრა, რომ შუაში დავურტყამდი და მეც შუაში დავარტყი. ის ჩემს მოტყუებას ცდილობდა და პირიქით გამოუვიდა”, – თქვა “ლესტერის” ლიდერმა.
Get Vardy back in an England shirt imo. The bloke shithouses goalkeepers, defenders, fans every time he nets. Here he is having a pop at Pepe Reina. YLTSI. #MNF pic.twitter.com/GjlBXkHM36
— Tom Sharp (@Sharpieee22) March 9, 2020