მინო რაიოლა: “ფიფა კომუნისტ დიქტატორს ჰგავს”
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული საფეხბურთო აგენტი, მინო რაიოლა, ფიფას წინააღმდეგ გამოდის. ჰოლანდიელი სპეციალისტი თავის თანამოაზრეებთან ერთად ახალი ორგანიზაციის შექმნას გეგმავს,რომელიც სატრანსფერო საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი.
“დღესდღეობით ფიფა კომუნისტ დიქტატორს ჰგავს, რომელიც ყველას ეუბნება, თუ როდის რა უნდა გააკეთოს. ხალხი უკვე აანალიზებს ამ ყოველივეს.
ოპოზიცია სრულად გამჭვირვალეა. ჩვენ ვმუშაობთ შვეიცარულ ასოციაციასთან, რადგანაც გვინდა, რომ მყველაფერი აქიდან, შვეიცარიიდან, დაიწყოს, სადაც ფიფას მთავარი შტაბბინა მდებარეობს.
ჩვენ ვითხოვთ მეტ გამჭვირვალებას და თუ ფიფა ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ბრწყინვალე იქნება. ფიფა მხოლოდ იმას აქცევს ყურადღებას, რაც თავად გადაწყვიტეს. სასაცილოა.
აგენტები ერთხმად ვაცხადებთ, რომ ცვლილებები აუცილებელია. წინსვლის ერთადერთი გზა ფიფას გარეშე ყოფნაა. ფეხბურთს ახალი სისტემა სჭირდება, რისი შექმნისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებთ,” – აცხადებს რაიოლა.