გასპერინი: “ივნისში იტალიაში დიდ წვეულებას გავმართავთ”
ჯან პიერო გასპერინის მეთაურობით “ატალანტა” ბრწყინვალე სვლას აგრძელებს. 10 მარტს იტალიურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში “ვალენსია” დაამარცხა (3:4, 4:8 ორი მატჩის ჯამში) და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
როგორც იცით მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მეტად სწორედ იტალიაშია გავრცელებული, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით კარანტინია გამოცხადებული. გასპერინიმეს გამარჯვება სწორედ იმ ადამიანებს მიუძღვნა, რომლებსაც ამ მძიმე ვირუსთან უწევთ ბრძოლა.
“ძალიან გვიხარია, რომ გავიმარჯვეთ და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ. გვახარებს ისიც, თუ რამდენს ნიშნავს ეს გამარჯვება იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ახლა ასე უჭირს.
ვიცით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ჩვენი თამაშების ნახვა, თუმცა სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. მათ საყურადღებოდ ვამბობ, რომ ივნისში იტალიაში დიდ წვეულებას გავმართავთ ყველა გადალახული დაბრკოლების აღსანიშნავად,” – აცხადებს გასპერინი.