საქართველო – რუსეთის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო
“რაგბი ევროპის” გადაწყვეტილებით, მისი ეგიდით მიმდინარე და გასამართი ყველა ტურნირი და მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. შეზღუდვა 13 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით გასამართ შეხვედრებს ეხება. შესაბამისად, 14 მარტს აღარ გაიმართება საქართველო-რუსეთის დაპირისპირება.
გადადებული მატჩები და ტურნირები:
– ქალთა და მამაკაცთა სანაკრებო მატჩები, მათ შორის შაბათ-კვირას ჩასატარებელი რაგბი ევროპის შეხვედრები – საერთო ჯამში, 12 მატჩი.
– პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში 22-28 მარტს დაგეგმილი 20-წლამდელთა ტურნირი.
– რუსეთის ქალაქ კალინინგრადში 12-18 აპრილს დაგეგმილი 18-წლამდე ტურნირი.
– სერბეთსა და ჩეხეთში დაგეგმილი 18-წლამდე ტურნირი.
ოქტაავიან მორარიუ, “რაგბი ევროპის” პრეზიდენტი:
“მსოფლიოში პანდემიაა გამოცხადებული, ამ დროს კი მთავარია მოთამაშეების, მწვრთნელების, მსაჯებისა და ფანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. იმედი გვაქვს, ეს პერიოდი საკმარისი იქნება პრობლემების მოსაგვარებლად. თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება, მაშინ შეზღუდვის პერიოდი გაიზრდება.”