ვისაც სურს ბილეთის დაბრუნება – სფფ-ს განცხადება
ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის 26 მარტს აღარ გაიმართება. სფფ-მ განცხადება გაავრცელა.
“საქართველო – ბელარუსის 26 მარტის მატჩზე დასასწრები ბილეთების მქონე ადამიანებს, შეუძლიათ შეინარჩუნონ ბილეთები და კონკრეტული თარიღის დანიშვნის შემდეგ, არსებული ბილეთით დაესწრონ მატჩს.
ბილეთების უკან დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ TKT.GE-ს თანხის ასანაზღაურებლად.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის გადადების შესახებ გადაწყვეტილება უეფამ დღეს გამართულ ვიდეო კონფერენციაზე მიიღო, რომელშიც უეფას წევრი 55-ვე ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველო-ბელარუსის მატჩი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება”, – წერია განცხადებაში.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, COVID-19 ის გავრცელების გამო ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის შეხვედრები, მათ შორის, 26 მარტს გასამართი საქართველო – ბელარუსის მატჩი გადაიდო და სავარაუდოდ ივნისში გაიმართება. უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას, პლეი ოფის თარიღებთან დაკავშირებით და ევროტურნირების როგორც მიმდინარე, ისე მომავალ სეზონთან დაკავშირებით მოგვიანებით გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსის გამო, უეფას პრეზიდენტმა ორგანიზაციის წევრ 55 ფედერაციის წარმომადგენლებთან დღეს ვიდეო კონფერენცია გამართა. სწორედ ამ კონფერენციაზე გახდა ევროპის ჩემპიონატის გამართვის სავარაუდო თარიღები.