პაულო დიბალას კორონავირუსი დაუდასტურდა
ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელმა, პაულო დიბალამ დაადასტურა, რომ მას და მის მეგობარ გოგონას, ორიანა საბატინს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
არგენტინელმა შემტევმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
“მოგესალმებით ყველას. მინდა, გაცნობოთ, რომ მე და ორიანამ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღეთ. საბედნიეროდ, ორივე თავს იდეალურად ვგრძნობთ. მადლობა გამხნევებისათვის”, – წერს დიბალა Twitter-ში.
დიბალა 11 მარტის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება. მას კორონავირუსი სიპტომების გარეშე განუვითარდა.
Hola a todos, quería comunicarles que acabamos de recibir los resultados del test del Covid-19 y tanto Oriana como yo dimos positivo. Por fortuna nos encontramos en perfecto estado. Gracias por sus mensajes y un saludo a todos 💪🏼💪🏼💪🏼 pic.twitter.com/g1X1Qtx2S3
— Paulo Dybala (@PauDybala_JR) March 21, 2020