როგორ უნდა გადარჩეს ქართული ფეხბურთი – ცნობილი საფეხბურთო მენეჯერის გეგმა
საფეხბურთო მენეჯერმა ირაკლი ხვედელიანმა იმ გეგმებზე ისაუბრა, რაც ქართულ ფეხბურთს კრიზისიდან გამოიყვანს. გთავაზობთ მის განცხადებას სრულად.
“ახალი კორონავირუსი მსოფლიოს ახალი რეალობის წინაშე აყენებს, ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა.
დღეს, როდესაც საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება და სულ მალე ოფიციალურად გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ძალაში იქნება მინიმუმ 2020 წლის 21 აპრილამდე, ვგონებ უპრიანი იქნება დავფიქრდეთ მომავალზე, ამ შემთხვევაში საფეხბურთო მომავალზე!
საგანგებო მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებული დოკუმენტში ვკითხულობთ შემდეგს:
მუხლი 4, პუნქტი ვ – საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ტერიტორიაზე აკრძალონ კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა.
ახლა კი დავუბრუნდეთ ფეხბურთს!
ბოლო წლებია საქართველოში საფეხბურთო სეზონი იწყება თებერვლის ბოლო – მარტის დასაწყისში და სრულდება დეკემბერში
აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო საკლუბო ფეხბურთის ხელშეწყობით… ყველაზე მყარ არგუმენტად კი ვხვდებოდით შემდეგ მოსაზრებას: რომ, საკვალიფიკაციო ეტაპის წინ კლუბები ბევრად უფრო ოპტიმალურ ფორმაში იქნებიდნენ და გაცილებით უკეთეს სპორტულ შედეგებს აჩვენებდნენ.
რეალურად კი ჩემპიონატის ჩატარების სისტემის შეცვლა განაპირობა სახელმწიფო პროგრამის გამოჩენამ.
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “ვ” პუნქტის საფუძველზე, დამკიცდა საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც 2016 წელს დაიწყო ამოქმედება და დასრულების ვადად განსაზღვრულ იქნა – 2020 წელი. მოგვიანებით კი შევიდა შესწორება და პროგრამა გახანგრძლივდა 2021 წლამდე…
ვინაიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება და განკარგვა ხდება კალენდარული წლის მიხედვით, დადგა საჭიროება იმისა, რომ ფეხბურთი მოქცეულიყო ისეთ კალაპოტში, რომლის მიხედვითაც შეძლებდა თანხების ათვისებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
გამომდინარე, რომ:
1. ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 2016-2020 წლები და მოგვიანებით დაფიქსირებულ შესწორების თანახმად ვადა გახანგრძლივდა 2021 წლამდე.
2. დღემდე, არ განსაზღვრულა და განხილულა ხსენებული სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომი პერიოდი და ფონდის სამომავლო სამოქმედო გეგმა
3. გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში, ვერ გაგრძელდება მინიმუმ 2020 წლის 21 აპრილამდე (ამ დროისთვის გამართული უნდა ყოფილიყო რანგით პირველ – “კრისტალეთ ეროვნული ლიგა”-ში და მეორე – “კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა” -ში 8 ტური, აღარ ვსაუბრობთ სხვა , რანგით დაბალ ლიგებზე)
4. ცნობილია ყველა ქართული კლუბი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას მომდევნო, 2020/2021 წლების სეზონისათვის
გამოვდივარ ინციატივით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოიწვიოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც განიხილავენ შემდეგს:
1. შეიცვალოს საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების არსებული ვადები და სისტემა გადავიდეს შემოდგომა-გაზაფხულის ფორმატზე
2. აწ-გამართული შეხვედრების შედეგები შენარჩუნებულ იქნეს და ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისისთვის გაგრძელდეს სეზონო, რომლის გამარჯვებულიც ცნობილი გახდება 2021 წლისათვის
3. ხოლო საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამით 2021 წლისათვის გათვალისწინებული თანხების განკაგვასთან დაკავშირებით, სფფ–ს ინიციატივით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც გამართავს კონსულტაციებს ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან და მოხდეს შეთანხმება შემდეგზე, რომ:
2021 წლისათვის გათვალისწინებული თანხები სრულად გადანაწილდეს საპრიზო ფონდზე და კლუბებმა მიიღონ შესაბამისი ფინანსური სარგებელი 2021/2022 წლების სეზონში ნაჩვენები სპორტული შედეგის მიხედვით.”
შეგახსენებთ, რომ უკვე 21 აპრილამდე არის ეროვნული ლიგა ოფიციალურად გადადებული.