გიორგი პაპუნაშვილი: “მოგმართავთ რიგითი ქართველი…”
სანტანდერის “რასინგის” ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი ესპანეთში თვითიზოლაციაში იმყოფება. გიორგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დღეს, არა როგორც ფეხბურთელი, არამედ ერთი რიგითი ქართველი, რომელიც სამშობლოდან შორს ვარ, მოგმართავთ თხოვნით ყველას, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც – დავიცვათ ყველა ის მოთხოვნა, რასაც WHO და ადგილობრივი მთავრობა მოგვიწოდებს. ეს დაგვიცავს ყველას. ასეთ დროს ყველამ უნდა ვიფიქროთ ერთმანეთზე და მათზეც, ვინც ახლა გასაჭირშია ან უცხოეთში, ჩემ მსგავსად, მარტო არის, იზოლაციაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ახლა მთელ პლანეტაზე იბრძვიან Covid 19-ის დასამარცხებლად. #დარჩისახლში,#შორსმაგრამ ერთად,#ყველაფერი კარგად იქნება”, – დაწერა პაპუმ.
ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე რთული სიტუაციაა ახალი კორონა ვირუსის კუთხით და ინფიცირებულთა რაოდენობა 15 ათას აღემატება.