კასილასმა და კანავარომ ინსტაგრამში კორონავირუსის შესახებ ისაუბრეს
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა ფაბიო კანავარომ და იკერ კასილასმა კორონავირუსის შესახებ კომენტარი გააკეთეს. მათ ინსტაგრამში, პირდაპირ ეთერში ერთმანეთთან ისაუბრეს.
კანავარომ, რომელიც ჩინური “გუანჩოუ ევერგრანდის” მწვრთნელია, იკერს აუხსნა, თუ რა ხდება ამჟამად ჩინეთში.
“აქ ვირუსს აკონტროლებენ. ერთადერთი პრობლემა ევროპიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან დაბრუნებული ადამიანებია… აქ კარანტინის წესი კარგად მუშაობს. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ სახლში დარჩენა საჭიროა. არ მომწონს, როცა ვხედავ, რომ ზოგი ადამიანი გარეთ მაინც გადის. სამწუხაროდ, ევროპაში ყველაფრის დაკეტვის შანსი არ არსებობს”, – თქვა კანავარომ.
ამის შემდეგ, კასილასმა სახლში დარჩენის მნიშვენლობაზე ისაუბრა: “ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, სახლში დარჩენით ვირუსის დამარცხებაში წვლილს შევიტანთ. გარეთ გასვლა კარგი არ არის.”
Fabio Cannavaro, entrenador de Guangzhou Evergrande estuvo en un en vivo con Iker Casillas. El ex jugador se refirió a la situación del Covid19 en China y la concientización acerca del virus. (1..) pic.twitter.com/k2iHMOT0yo
— FútbolHoy (@FutbolHoyCol) March 23, 2020