დიდებული ამბავი – აბდელჰაკ ნური კომიდან გამოვიდა
ამსტერდამის “აიაქსის” ყოფილი ფეხბურთელი, 22 წლის აბდელჰაკ ნური კომიდან გამოვიდა. ეს ინფორმაცია ფეხბურთელის ოჯახის წევრებმა დაადასტურეს.
“ის კომაში აღარ არის, გაიღვიძა. საკვებიც მიირთვა. ამ ეტაპზე, ლოგინიდან ვერ დგება და ჩვენზეა დამოკიდებული. მას 24-საათიანი ყურადღება სჭირდება, მარტო არ ვტოვებთ. ჩვენთან კომუნიკაციას მხოლოდ წარბების აწევით ან ღიმილით ამყარებს.
მას შემდეგ, რაც ის სახლში მოვიყვანეთ, მდგომარეობა უმჯობესდება. ის ჩვეულებრივ იძინებს, ხვრინავს, ჭამს. მას ისე ვესაუბრებით, რომ თითქოს ავად არ არის. ფეხბურთს მასთან ერთად ვუყურებთ. როცა საფეხბურთო მატჩს ჩავრთავთ, ვხვდებით, რომ ეს მოსწონს”, – განაცხადა აბდელჰაკ ნურის ძმამ, აბდერაჰიმ ნურიმ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ზაფხულში, სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე გამართული ერთ-ერთი ამხანაგური მატჩის მიმდინარეობისას, ნურიმ გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰოლანდიური მედიის ცნობით, ფეხბურთელი კომიდან 2018 წელს გამოვიდა, მაგრამ ეს ინფორმაცია აქამდე არ დასტურდებოდა და ოჯახის წევრებმა ახლახანს დაადასტურეს.
ნური “აიაქსის” აღზრდილია. 18 წლის იყო, როცა ამსტერდამული კლუბის პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მას სხვადასხვა დროს ნიდერლანდების 15, 16, 17, 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.
Matthijs vroeg aan Appie's vader Mohammed en broer Abderrahim hoe het nu met Abdelhak gaat. Hele item -> https://t.co/IuyW4OQSHc #DWDD @AFCAjax pic.twitter.com/4ue0pgcLBt
— DeWereldDraaitDoor (@dwdd) March 26, 2020