დონჩიჩი რონალდუსთან შეხვედრაზე: “ძალიან ვნერვიულობდი”
“დალას მავერიკის” ევროპელმა სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 21 წლის გახლავთ, ის დრო გაიხსენა, როდესაც კრიშტიანუ რონალდუს პირველად შეხვდა.
“ყოველთვის მომწონდა და ვუყურებდი მადრიდის “რეალის” თამაშებს,” – აცხადებს “რეალის” საკალათბურთო გუნდის ყოფილი ლიდერი B/R Football-თან ჩაწერილ ინტერვიუში.
“13 წლის ვიყავი, როდესაც რონალდუ პირველად ვნახე. ეს შვიდი წლის უკან მოხდა. კალათბურთისა და ფეხბურთის მოთამაშეები ერთად ვიკრიბებოდით საშობაო სადილის დროს. მაგიდაზე მის გვერდით ვიჯექი.
16 წლის ვიყავი, როდესაც მას პირადად შევხვდი და ძალიან ვნერვიულობდი. ლაპარაკიც კი დამავიწყდა, ასე რომ, მისთვის არაფერი მიკითხავს. ერთი რამ, რაც ყოველთვის მინდოდა, მისი რომელიმე მანქანის ტარება იყო. მას ძალიან მაგარი მანქანები ჰყავს, ბრწყინვალე კოლექციაა. მე კი მანქანები ძალიან მიყვარს,” – დაამატა დონჩიჩმა.