“არსენალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” სამიზნემ მომავალზე ისაუბრა
“ვულვზის” მექსიკელი ვარსკვლავი რაულ ხიმენესი, რომელმაც 2019-20 წლების სეზონში პირადსარეკორდო 22 გოლის გატანა მოახერხა, საკუთარ მომავალზე საუბრობს. ფეხბურთელის ტრანსფერით “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემი” არიან დაინტერესებულები.
“კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე მაკავშირებს. ნამდვილად არაა აუცილებელი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იმისათვის, რომ “ვულვზში” დავრჩე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ.
გასული სეზონის დასაწყისიდან მაქსიმუმს ვაკეთებთ. ევროპა ლიგაზე ვითამაშეთ, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით. ეს ნამდვილად დიდი პროგრესის მაჩვენებელია.
პირადად ჩემთვის ეს პროგრესი ძალიან დიდი მოტივაციის წყაროა, რომ გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, რა თქმა უნდა, ყელასათვის დამატებითი მოტივაციაა და დიდ რაღაცებზე ოცნებებს გვაწყებინებს,” – აცხადებს რაულ ხიმენესი.