სეტიენი: “სამეფო კარის თამაშების ყურება დავიწყე, მაგრამ არ გავაგრძელებ”
კატალონიურ გამოცემა Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში “ბარსელონას” მთვარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, თვითიზოლაციაში ყოფნაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის მთელ ტერიტორიაზე კორონავირუსის გამო კარანტინია გამოცხადებული.
“კარანტინში ვარ, ისევე როგორც აქაური მცხოვრებების უმრავლესობა. ვცდილობ ჩემ ხელთ არსებული დრო მაქსიმალურად გამოვიყენო და რამე სარგებლიანს მივყო ხელი.
ყველაზე მეტად მწვანე ფერი, საფეხბურთო მატჩები და ადრენალინის მოზღვავება მენატრება. აქ კი მხოლოდ დეკორატიულ მცენარეებში ვხედავ მწვანე ფერს. ყოველდღიურად ბევრი სამუშაო არ მაქვს, რაც ჩემზე ნეგატიურად მოქმედებს.
ახლა ჟურნალისტების ჯგუფის მიერ დაწერილ წიგნ Heroes del Deporte-ს ვკითხულობ. სერიალებს ხშირად არ ვუყურებ, თუმცა სამეფო კარის თამაშების ყურება დავიწყე, მაგრამ გაგრძელებას არ ვაპირებ – არ მინდა ჩამითრიოს.
მჯერა, რომ სულ მალე სიტუაცია დარეგულირდება და ყველაფერი კარგად იქნება,”- აცხადებს სეტიენი.