ოთარ კიტეიშვილი: “კლუბებში სიარული არ მიყვარს”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიული “შტურმის” უპირობო ლიდერია და “შტურმის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ბოლო 1 კვირაში მისგან ინტერვიუ მეორეჯერ აიღო.
“საკმაოდ წყნარი ადამიანი ვარ. მირჩევნია ჩემი ტემპერამენტი მოედანზე გამოვაჩინო. კლუბებში სიარული არ მიყვარს, ცოლთან ერთად დროს დიდი სიამოვნებით ვატარებ ან წიგნებს ვკითხულობ. შემიძლია 3 წიგნი გირჩიოთ: ჰარპერ ლის – “ნუ მოკლავ ჯაფარას”, კნუტ ჰამსუნის “მისტერიები” და გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი”.
“ძალიან დიდი დრო მაქვს პრაქტიკისთვის. ვცდილობ ჩემი ინგლისური და გერმანული გავაუმჯობესო.”
“საქართველოში სიტუაცია კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ღმერთის წყალობით, ისე ცუდია არაა, როგორც სხვა ქვეყნებში. 100 მდე შემთხვევაა და იმედია, არ მოიმატებს”, – განაცხადა კიტეიშვილმა.
მოსალოდნელია, რომ კიტე მომავალი წლიდან უკვე ავსტრიის ბუნდესლიგიდან გერმანიის ბუნდესლიგაში გადაინაცვლებს.