“კორონავირუსი დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს” – კახი კახიაშვილის განცხადება
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა განცხადება გამოაქვეყნა და უარყო ინფორმაცია, თითქოს COVID-19 ძალოსან სპორტსმენს დაუდასტურდა.
როგორც იცით, “რუსთავი 2”-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში კორონავირუსი ქართველ სპორტსმენს დაუდგინდა. ერთ-ერთი ვერსიით, დაინფიცირებული სპორტსმენი ძალოსნობის წარმომადგენელია…
კახი კახიაშვილი განცხადება
“ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძალოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა შეცდომაა და არ შეესაბამება სინამდვილეს. COVID-19 დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს და მას ძალოსნობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.
ჩვენ დავუკავშირდით ტელევიზიის წარმომადგენლებს და მათ დაგვიდასტურეს, რომ სპორტის სახეობა შეცდომით გამოაცხადეს.
იმედი გვაქვს, რომ როგორც ჩვენი, ისე ყველა სფეროს წარმომადგენელი კარგად იქნება და ჩვენი ქვეყანა ამ ვირუსს უახლოეს პერიოდში საბოლოოდ დაამარცხებს.
ძალოსნობის ფედერაცია ემორჩილება ჯანდაცვის სფეროსა და სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს.
გისურვებთ ჯანმრთელობას.”