ბელარუსის ფეხბურთის ფედერაცია: “ჩემპიონატის შეჩერების მიზეზს ვერ ვხედავთ”
ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი სერგეი ჟარდეცკი აცხადებს, რომ ჩემპიონატის შეჩერება არ იგეგმება. როგორც იცით, ბელარუსის ჩემპიონატი ერთადერთი ევროპული ჩემპიონატია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს არ შეჩერებულა.
“სიტუაციას ყოველდღიურად განვიხილავთ. ჩვენ სრულად ვენდობით საკუთარ იმუნურ სისტემას, შესაბამისად, ბელარუსის ჩემპიონატის შეჩერების მიზეზს ვერ ვხედავთ.
ვაანალიზებთ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთ ქვეყნებში ვითარება კრიტიკულია. თუმცა პასუხისმგებელ პირებთან კონსულტაციის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ჩემპიონატის მიმდინარეობას ხელი არ უნდა შევუშალოთ.
გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დაესწრებიან თუ არა მატჩებს, თავად ფანები მიიღებენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. სტადიონის შესასვლელში ექიმები არიან, რომლებიც გულშემატკივრებს სიცხეს უზომავენ,” – აცხადებს ფედერაციის წარმომადგენელი.