რუნი: “ეს იყო ყველაზე ცუდი შეგრძნება, რაც კი ფეხბურთში განმიცდია”
ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, პორტუგალიის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში მომხდარი ამბები გაიხსენა.
როგორც იცით, ამ მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი პორტუგალიელებმა გაიმარჯვეს. 62-ე წუთზე უეინ რუნი არასპორტული საქციელის გამო, მოედნიდან გააძევეს. მაშინ ინგლისელთა შემტევი თანაკლუბელ კრიშტიანო რონალდუზე გაბრაზდა და მას ხელი ჰკრა. ამ ეპიზოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაშინ ფიქრობდნენ, რომ თანაკლუბელებს შორის ურთიერთობა აირია.
The Times-მა უეინ რუნისთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ფეხბურთელმა ეს ეპიზოდი გაიხსენა.
“ჩელსის” ყოფილმა მცველმა, რიკარდო კარვალიუმ ჩემს წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია. მსაჯმა ჰორაციო ელიზონდომ ეს მომენტი თამაშის წესების დარღვევად არ შეაფასა, მე კი კარვალიოს ფეხი ჩავარტყი.
ვიცოდი, რომ წითელი ბარათი დავიმსახურე. გასახდელში დაბრუნების შემდეგ, მთელ დარჩენილ თამაშს პატარა ტელევიზორში ვუყურებდი და ვფიქრობდი: “თუ ამ მატჩს მოვიგებთ, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და ფინალს დისკვალიფიკაციის გამო გამოვტოვებ, ხოლო თუ წავაგებთ, მარცხი ჩემი შეცდომის ბრალი იქნება.” ეს იყო ყველაზე ცუდი შეგრძნება, რაც კი ფეხბურთში განმიცდია.
ხელში ტელეფონი მეჭირა, მომდიოდა უამრავი შეტყობინება, რონალდუს შესახებ მწერდნენ. როცა მან მოირბინა და ელიზონდოს უთხრა, რომ ჩემთვის წითელი ბარათი ეჩვენებინა, რა თქმა უნდა, ხელი ვკარი. იმ მომენტში ვერც კი დავიჯერე, რას აკეთებდა. თუმცა, გასახდელში ვიჯექი, სადაც დასამშვიდებლად და ფიქრისათვის საკმარისი დრო მქონდა.
თავი რონალდუს ადგილას წარმოვიდგინე. მეც მის მსგავსად მოვიქცეოდი? ალბათ, კი. მივიდოდი თუ არა მსაჯთან იმისათვის, რომ მისთვის წითელი ბარათი ეჩვენებინა? თუ წითელს იმსახურებდა და ეს ჩემ გუნდს დაეხმარეობდა, დიახ. ვფიქრობდი: “პირველ ტაიმში, როცა მან ისიმულიანტა, მეც ვცდილობდი, რომ მისთვის ყვითელი ბარათი ეჩვენებინათ.”
შესაბამისად, დავმშვიდდი. მატჩის დასრულების შემდეგ, რონალდუ გვირაბში ვნახე. მიმაჩნდა, რომ მნიშვნელოვანი იყო მასთან დროულად, პირისპირ მესაუბრა. მან თავი ისე წარმოაჩინა, რომ წუხდა და ბოდიშის მოხდა სურდა, მაგრამ მაშინ კლუბის ინტერესებიც გავითვალისწინე. კრიშტიანოს ვუთხარი, რომ მასთან არანაირი პრობლემა არ მქონდა. მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატება ვუსურვე და ვუთხარი, რომ რამდენიმე კვირაში ერთმანეთს ვნახავდით და ერთად პრემიერ ლიგა უნდა მოგვეგო”, – განაცხადა რუნიმ.
https://t.co/246e4VD1Vn Your boy getting a lot of favoring here 🤷🏽♂️
— Minaya (@_minaya__) June 24, 2020