კეჰილი: “რთულია პატივი სცე იმას, რაც სარიმ გააკეთა”
ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა კაპიტანმა, გარი კეჰილმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ გუნდიდან წასვლა მაურისიო სარის ქმედებებმა გადააწყვეტინა. ის ამ დროისთვის “კრისტალ პალასის” ღირსებას იცავს.
“2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავედით, ამიტომაც წინასასეზონო მზადებაში მონაწილეობა ვერ მივიღე. როგორც ჩანს, ამ დროის მანძილზე ის ძალიან ბევრს ფიქრობდა თავის ტაქტიკებზე, მე კი ყველაფერს გამოვაკლდი.
სეზონის მიმდინარეობისას ჩვენ შორის კავშირი თითქმის გაწყდა. არ მგონია, როდესმე ეს ვითარება გამოსწორებულიყო. ჩემთვის ეს მენტალურად ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო. შემეძლო, როგორც კაპიტანს, სხვაგვარადაც მემოქმედა, თუმცა ეს არასწორად მივიჩნიე.
რთულია პატივი სცე იმას, რაც სარიმ “ჩელსიში” გააკეთა. თუმცა კლუბის, ფეხბურთელებისა და ფანების მიმართ უდიდესი პატივისცემის გრძნობა მაკავშირებს.
მოედანზე გასვლა მინდოდა, ეს სურვილი შიგნიდან მწვავდა. ვიცოდი, რომ თუ შანს მომცემდნენ, გამოვიყენებდი. თუმცა შანსი არ მომცა, ამიტომაც დასრულდა ასე ყველაფერი,” – აცხადებს კეჰილი.