დიბალას პარტნიორი: ” 15 დღე უკვე გავიდა, მაგრამ კორონავირუსი კვლავაც გვაქვს”
ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ვარსკვლავის პაულო დიბალას მეგობარი გოგონა საკმაოდ საინტერესო ამბის შესახებ მოგვითხრობს. როგორც იცით, ორიანა საბატინი და პაულო დიბალა კორონავირუსით არიან დაავადებულნი.
“ამ ყველაფერს ვამბობ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვა მივიღე. 21 მარტს მე და ჩემმა მეგობარმა ბიჭმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღეთ.
სამი დღის წინ ტესტი კვლავ ჩამიტარეს და უარყოფითი პასუხი მივიღე. გუშინ კი, ტესტმა კვლავაც დადებითი პასუხი აჩვენა, ასე რომ, კორონავირუსი ისევ მაქვს.
სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ამ ვირუსის შესახებ ცოტა რამ ვიცით. უკვე 15 გავიდა, რაც ვირუსი დაგვიდასტურდა, თუმცა ჯერ კიდევ არ გამოვჯანმრთელებურვართ,” – აცხადებს საბატინი.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კორონავირუსმა ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ იტალიაში შეიწირა – ამ დროისთვის ვირუსით იტალიაში 124 632 ადამიანია დაინფიცირებული, მათგან 15 362 ადამიანი უკვე გარდაიცვალა.