ნეიმარი: “მე და კობის ბევრი რამ გვქონდა საერთო”
“პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავმა, ნეიმარმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა მასზე დიდი ზეგავლენა იქონია. NBA-ს ლეგენდა 41 წლის ასაკში გარდაიცვალა ავიაკატასტროფაში, თავის 13 წლის შვილ ჯანასთან ერთად.
ტრაგედიის შემდეგ, ნეიმარმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთგზის ჩემპიონს პატივი მიაგო და მოედანზე მისი ფორმით გამოცხადდა. ამასთან ერთად, “ლილის” კარში გატანილი გოლიც სწორედ კობის მიუძღვნა.
“მისმა გარდაცვალებამ ჩემზე დიდი ზეგავლენა იქონია, რადგანაც ჩვენ ბევრი რამ გვქონდა საერთო. კობის პირადად მაშინ ვხვდებოდი, როდესაც პარიზს სტუმრობდა. როდესაც ათლეტის უკან მყოფ პიროვნებას იცნობ, ეს ურთიერთობას განსაკუთრებულს ხდის. სპორტმა და საზოგადოებამ დიდებული ადამიანი დაკარგა.
სპორტსმენისთვის ტრავმაზე უარესი არაფერია. ძალიან დავიტანჯე ტრავმების გამო ბოლო დროს, ხშირად საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვიც კი შემქონდა. ათლეტისთვის წარამტების მოპოვების მთავარი გასაღები გონებაა. თუ ფსიქოლოგიურად კარგად ხარ მომზადებული, ყველაფერი კარგად მიგდის,” – აცხადებს ნეიმარი.