აგენტმა ტიაგო სილვას “მილანში” შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი
“პარი სენ-ჟერმენის” 35 წლის კაპიტნის, ტიაგო სილვას, აგენტი თავისი კლიენტის იტალიაში დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ტონიეტომ ამ თემაზე MilanNews-თან ისაუბრა.
“ტიაგო სილვა “მილანს” დიდ პატივს სცემს, იქ გატარებული წლები მისთვის უმნიშვნელოვანესია. მან ისიც იცის, თუ როგორ უყვართ მილანელ ფანებს ის. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია.
ამ დროისთვის მხოლოდ იმის თქმა შემიძლია დანამდვილებით, რომ “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ამ დროისთვის არ მიმდინარეობს.
ტიაგომ უკვე მიიღო რამდენიმე შეთავაზება სხვა კლუბებისგან. თუმცა ამაზე საჯაროდ არ ვისაუბრებ. ფეხბურთი ძალიან დინამიური რამ არის. თუმცა ახლა მისი პრიორიტეტი პარიზში თამაშია. თუ კონტრაქტი არ გახანგრძლივდება, ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან მივალთ,”- აცხადებს სილვას აგენტი.