კასილასი რონალდოს: “გულის შეტევა სხვაგან რომ დამმართნოდა, ახლა შენთან ვერ ვილაპარაკებდი”
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო სოციალურ ქსელ Instagram-ში პირდაპირ ეთერში ხშირად ერთვება და კარანტინში ყოფნისას დრო ასე გაჰყავს. გუშინ მან იკერ კასილასთან ერთად ისაუბრა.
ვეტერანმა ფეხბურთელებმა ჯანმრთელობასა და ტრავმებზე ისაუბრეს.
კასილასი: “ჩემთვის, გულის შეტევა უზარმაზარი შოკი იყო. გამიმართლა, რომ ეს ვარჯიშზე დამემართა, ექიმები იქ იყვნენ და მათ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეს. ყოველთვის მათი მადლობელი ვიქნები. ეს რომ სხვა რომელიმე ადგილას დამმართნოდა, დარწმუნებული ვარ, ახლა შენთან ვერ ვილაპარაკებდი.”
რონალდო: “ტრავმებთან ბევრი წლის მანძილზე მუდმივი ომი მქონდა. “რეალში” გადსმოვლა ჩემთვის ცხოვრებაში მეორე შანსი იყო.”