“ამის შემდეგ ზიდანთან ორი წელი არ მისაუბრია”
ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ვილი სანიოლმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიხსენა და ზინედინ ზიდანთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მარჯვენა მცველმა გაიხსენა მომენტი, როცა ზიდანი მუნდიალის ფინალში პენალტს ასრულებდა.
“ამ პენალტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ზიდანი რისკზე წავიდა და დარტყმა პანენკას სტილში შეასრულა. პირველი რაც გავიფიქრე, ეს იყო: “ზიდანი ნამდვილი გიჟია”. მან გოლი გაიტანა და ძალიან გახარებული ვიყავი”, – თქვა 43 წლის ფრანგმა Radio Montecarlo-სთან ინტერვიუში.
ამის შემდეგ, სანიოლმა ზიდანი-მატერაცის ეპიზოდზე ისაუბრა. როგორც იცით, ზიზუმ 110-ე წუთზე წითელი ბარათი იმიტომ მიიღო, რომ მან მატერაცის თავი ჩაარტყა.
“მატჩის შემდეგ, დამარცხებული გასახდელში შედიხარ, სადაც გვხვდება ადამიანი, რომელიც საუბრობს და ბოდიშს იხდის. თუმცა, შენ მისი არ გესმის! იმედგაცრუებული, შენ სამყაროში ხარ… მისი ბოდიშის მიღება არ მინდოდა, არც საუბარი. ამის შემდეგ ზიდანთან ორი წელი არ მისაუბრია.
2008 წელს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უნდა დავქორწინებულიყავი. საცოლემ მითხრა, რომ ზინედინიც დაგვეპატიჟებინა. მას დავურეკე, მაგრამ საღამოს წვეულებაზე ვერ მოვიდა. თუმცა, მეორე დღეს, დილით გვესტუმრა. ვისაუზმეთ და ბევრი ვილაპარაკეთ. ამის შემდეგ, ცხოვრება თავიდან დავიწყეთ”, – განაცხადა სანიოლმა.