ჟულიანო ბელეტი: “როცა მესიმ ბურთი პირველად მიიღო, გავიფიქრე: “ეს ბიჭი თავხედია!”
კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მარჯვენა მცველმა, ჟულიანო ბელეტიმ გაიხსენა მომენტი, როდესაც ვარჯიშზე ლიონელ მესი პირველად ნახა.
მაშინ მესი 16 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელების ნაწილს მის შესახებ ინფორმაცია უკვე ჰქონდათ, ბელეტიმ არ იცოდა, ვინ იყო ახალგაზრდა არგენტინელი.
“როცა მესი B გუნდიდან ძირითადში გადმოიყვანეს, რაიკაარდმა ვარჯიშზე ორ გუნდად დაგვყო და პატარა მოედანზე გვათამაშა. ის სათადარიგოების თერთმეტეულში იყო, მე კი სასტარტო შემადგენლობის წევრი ვიყავი. ანდრეს ინიესტამ მკითხა, ვიცნობი თუ არა მესის. მე ვუთხარი, რომ “არა”, მან კი მირჩია: “ეჰ… ყურადღებით იყავი.”
როდესაც მესიმ ბურთი პირველად მიიღო, ფავიგიქრე: “ჯანდაბა! ეს ბიჭი თავხედია!” ამის შემდეგ მისთვის ბურთის წასართმევად მოვემზადე, თუმცა როცა ეს ვცადე, მან მომატყუა და გოლი გაიტანა”, – ციტირებს ვეტერანი ბრაზილიელის სიტყვებს “მარკა”.
ბელეტი “ბარსელონას” ღირსებას 2004-2007 წლებში იცავდა. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში “არსენალს” გამარჯვების გოლი სწორედ მან გაუტანა.