გალიანიმ დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელთა ტრანსფერის ჩაშლასაც ნანობს
ადრიანო გალიანიმ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ყველაზე მეტად ალესანდრო დელ პიეროსა და კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერების ჩაშლას ნანობს. შეგახსენებთ, რომ გალიანი “მილანს” 31 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.
“როდესაც მმართველობაში მოვედით, კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. გულიტი და ვან ბასტენი მაშინვე შევიძინეთ, შემდეგ წელს კი რაიკარდი მოვიდა. ბრწყინვალე დაცვა გვყავდა და ჩემპიონებიც დავიმატეთ.
კაკა ყოველთვის დარჩება ჩემ გულში. შევჩენკო კოლოსარული იყო, იგივე შეიძლება ითქვას რონალდინიოზე, ვეაზე, ბობანზე… იმდენი არიან, ჩამოთვლა მიჭირს.
გუნდში უნდა მოსულიყო ტევესიც, მაგრამ ასე არ მოხდა. ასევე ვცდილობდით დელ პიეროს გადაბირებას, სანამ “იუვენტუსში” გადავიდოდა – ის ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერის ჩაშლასაც ყველაზე მეტად ვნანობ.
დელ პიეროს ტრანსფერში 5 მილიონ ევროს ითხოვდნენ, რაც დიდ თანხად მივიჩნიეთ ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. იგივე შემიძლია ვთქვა კრიშტიანუ რონადლუზე. 16 წლის იყო, “სპორტინგში” თამაშობდა და მასში 16 თუ 17 მილიონს ითხოვდნენ,” – აცხადებს გალიანი.