შოთა არველაძე: “ასთმა მაქვს და ძალიან ფრთხილად ვარ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი შოთა არველაძე კარანტინის პერიოდს თურქეთში გადის.
“როცა “ქასიმფაშაში” ვმუშაობდი, სტამბულში სახლი ვიყიდე. მთელ ჩემ ოჯახთან ერთად აქ ვცხოვრობ. ძალიან ფრთხილად ვარ, რადგან ასთმა მაქვს. სამგზავრო ფრენები არ იყო და კერძო თვითმფრინავით გადვმოფრინდი. დროს ფილმებისა და ძველი ვიდეოების ყურებით ვატარებ”
“კრიზისი დიდ ნაიარევს დატოვებს ყველაზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხალხს, რომელიც სახლში რჩება, ბუნება გაწმენდას იტარებს. მე ამას ყოველი გაღვიძებისას ვხედავ. ამ პერიოდმა ხალხი კიდევ უფრო დაახლოვა. იმედია კრიზისი დიდხანს არ გაგრძელდება”, – განაცხადა არველაძემ.
შოთა უზბეკეთის “ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელია. უზბეკეთიდან თურქეთში კერძო თვითმფრინავის საშუალებით ჩაფრინდა, სადაც კარატინის პერიოდს გაივლის.