“რენის” მწვრთნელი: “კამავინგა “რეალში” თამაშს შეძლებს”
“რენის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟულიენ სტეფანმა, პრესასთან ედუარდო კამავინგას მომავალზე ისაუბრა. როგორც იცით, პრესის წარმომადგენლები ახალგაზრდა შემტევს “რეალში” გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ.
“კამავინგა “რეალში” თამაშს შეძლებს. მომავალში მას უმაღლესი დონის პროექტის ნაწილად ვხედავ. მას შეუძლია მაღალი დონის მოთხოვნების დაკმაყოფილება.
მისი პროგრესის გათვალისწინებით, მჯერა, რომ მალე ყველა საჭირო თვისება ექნება, რაც ტოპ კლუბში სათამაშოდ არის საჭირო. თუმცა მე მას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ კიდევ ერთი სეზონი უნდა დარჩეს “რენში” განსავითარებლად.
ერთი სეზონის ასეთი ხარისხით ჩატარების შემდეგ, მან თავისი შესაძლებლობები მეორე წელსაც უნდა დააამტკიცოს, რაც აქ უფრო გაუადვილდება. დიდი ნაბიჯის გადადგმამდე, მას რამდენიმე ასპექტი აქვს გასაუმჯობესებელი,” – აცხადებს სტეფანი.