მარიო ბალოტელიმ მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები შეადგინა (ფოტო)
“ბრეშას” თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ ინსტაგრამში, ტიერი ანრისთან პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
იტალიელმა ფეხბურთელმა თერთმეტეულში, ძირითადად, ის ფეხბურთელები შეიყვანა, ვისთან ერთადაც მას უთამაშია.
მეკარე: ჟულიო სეზარი;
მცველები: მაქსველი, ნესტა, კანავარო, მაიკონი;
ნახევარმცველები: ჯერარდი, პირლო, იაია ტურე, კასანო;
თავდამსხმელები: მესი, რონალდო (ბრაზილიელი).