მაურიციო სარიმ “როლინგ სტოუნზსა” და “ბიტლზს” შორის არჩევანი გააკეთა
მსოფლიოში მძვინვარე პანდემიის ფონზე ფეხბურთის ვარსკვლავების სხვა კუთხით გაცნობის შანსი გვეძლევა. მაგალითისთვის, მაურიციო სარიმ La Gazzetta dello Sport-თან ლიტერატურასა და მუსიკაზე სასაუბროდ შეძლო დროის გამონახვა.
“ბავშვობაში ბუკოვსკის წიგნებს ვკითხულობდი, რაც ერთი ძალიან კარგი მასწავლებლის დამსახურებაა,” – ვციტირებთ “იუვენტუსის” მთავარი მწვრტნელის სიტყვებს.
“რაც შეეხება “როლინგ სტოუნზსა” და “ბიტლზს”, არჩევანს “როლინგ სტოუნზსზე” გავაკეთებ. დაახლოებით 7-8 წლის წინ ჩემი შვილის მეგობართან უთანხმოება მქონდა მუსიკის გამო. ადრე მეუბნებოდნენ, რომ მოხუცი ვიყავი. ახლა კი თავად მთხოვენ 70-იანი წლების მუსიკების ჩართვას,” – დაამატა სარიმ იტალიურ გამოცემასთან საუბრისას.
კორონავირუსმა იტალიაში 17 აპრილის მონაცემებით 172 434 ადამიანი დააინფიცირა. გარდაცვლილია 22 45 (ყველაზე მეტი ევროპის კონტინენტის ქვეყნებს შორის)