ვინისიუსი მარსელოს: “ჩემი ბურგერი გმართებს”
მადრიდის “რეალის” ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა – მარსელომა და ვინისიუსმა ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში ერთმანეთთან ისაუბრეს.
ახალგაზრდა თავდამსხმელმა გამოცდილ თანაგუნდელს შეახსენა, რომ მასთან სანაძლეო აქვს წაგებული.
“ბარსელონას” კარში გატანილი გოლი ჩემი ფავორიტია. შენ დამპირდი, რომ თუ “კლასიკოში” გოლს გავიტანდი, ბურგერს მომართმევდი, ამიტომ ჩემი ბურგერი გმართებს. შენი ძალიან მადლობელი ვარ. მოედანზე ხშირად მესაუბრები და მიმითითებ, თუ რომელ პოზიციაზე ყოფნაა უკეთესი”, – თქვა ვინისიუსმა.